ალდაგი გთავაზობთ

ექსკლუზიურად თქვენს ბიზნესზე მორგებულ სადაზღვევო პროდუქტებს
 

სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების მარტივ და სწრაფ პროცესს

ანაზღაურების გამარტივებულ და მოქნილ სქემას
 

ოფისი, ბიზნეს ცენტრი, საგანმანათლებლო დაწესებულება
ოფისი, ბიზნეს ცენტრი, საგანმანათლებლო დაწესებულება

თუ საოფისე ან კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევით, აუცილებელია იცოდეთ ამ საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები. ალდაგის გუნდი დაგეხმარებათ სწორად შეაფასოთ თქვენი ბიზნესის რისკები და მოირგოთ თქვენთვის საჭირო სადაზღვევო პროდუქტები:

  • ქონების დაზღვევა

    ქონების დაზღვევა დაგეხმარებათ აირიდოთ მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები თქვენი ქონების დაზიანების შემთხვევაში.

  • მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა

    ამ პროდუქტით შეძლებთ აინაზღაუროთ ზარალი, რომელიც გამოწვეულია თქვენი საქმიანობის შედეგად მესამე პირის ქონების ან/და სხეულის დაზიანებით.

  • ავტოტრანსპორტის დაზღვევა

    ბიზნესის კუთვნილი ავტომობილების დაზღვევა შეგიძლიათ არაერთი რისკისგან: გარეგანი დაზიანება, ხანძარი, აფეთქება, სტიქია, ნაწილების დაკარგვა ან დაზიანება, ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა.

  • დასაქმებულთა დაზღვევა - Employee Benefit - ექსკლუზიური პროდუქტი ალდაგისგან

    დაზღვევის ამ პროდუქტით შეძლებთ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემის შემთხვევაში თანამშრომელს მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა გაუწიოთ. პროდუქტი აერთიანებს კრიტიკული დაავადებების, სიცოცხლის და შრომისუნარიანობის შეზღუდვის დაზღვევას.

მაღაზია, საწყობი
მაღაზია, საწყობი

თუ თქვენ ფლობთ მაღაზიას ან/და საწყობს, არსებობს არაერთი რისკი, რომლის დაზღვევა დაგეხმარებათ უზრუნველყოთ თქვენი ბიზნესის უწყვეტობა სხვადასხვა გაუთვალისწინებელი მოვლენის შემთხვევაში.

  • ქონების დაზღვევა

    ქონების დაზღვევა დაგეხმარებათ აირიდოთ მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები თქვენი ქონების დაზიანების შემთხვევაში.

  • საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევა

    ქონების დაზიანების და/ან განადგურების შემთხვევაში შეძლებთ აინაზღაუროთ საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული ზარალი.

  • მარაგების დაზღვევა

    თქვენი მარაგები დაზღვეული იქნება დაზიანების/განადგურების რისკებისგან. დაზღვევას ექვემდებარება:

    • საწარმოო მარაგი (ნედლეული, მასალა და წარმოებისთვის საჭირო სხვა მასალები)
    • სასაქონლო მარაგი (მზა / დასაწყობებული / გასაყიდად გათვალისწინებული პროდუქცია)

  • მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა

    ამ პროდუქტით შეძლებთ აინაზღაუროთ ზარალი, რომელიც გამოწვეულია თქვენი საქმიანობის შედეგად მესამე პირის ქონების ან/და სხეულის დაზიანებით.

საწარმო, ქარხანა
საწარმო, ქარხანა

თქვენი ბიზნესის დასაცავად სადაზღვევო პროდუქტების შერჩევაში ალდაგის პროფესიონალების გუნდი დაგეხმარებათ. მართალია, ქარხნებისა და საწარმოების საქმიანობა განსხვავდება, მაგრამ მათ არაერთი რისკი აერთიანებთ: მაგალითად, ქონების, მანქანა-დანადგარების და ელექტრო მოწყობილობების დაზიანება, რამაც შესაძლოა ბიზნესის ოპერირებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

  • ქონების დაზღვევა

    ქონების დაზღვევა დაგეხმარებათ აირიდოთ მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები თქვენი ქონების დაზიანების შემთხვევაში.

  • საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევა

    ქონების დაზიანების და/ან განადგურების შემთხვევაში შეძლებთ აინაზღაუროთ საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული ზარალი.

  • ელექტრონული მოწყობილობების დაზღვევა

    თქვენი ელექტრომოწყობილობები დაზღვეული იქნება ძაბვის ცვალებადობის შედეგად დამდგარი ზარალისგან.

  • მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის დაზღვევა

    დაზღვევა ანაზღაურებს მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი შემთხვევებით გამოწვეულ მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად მიღებულ ზარალს.

  • მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევა

    თქვენ აგინაზღაურდებათ დაზღვეული მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული ზარალი. აღნიშნული დამატებითი დაფარვის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის დაზღვევის პოლისთან ერთად.

სამშენებლო კომპანი
სამშენებლო კომპანია

მშენებლობის პროცესი მომეტებული საფრთხის შემცველი საქმიანობაა, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს თანამშრომლის ჯანმრთელობას/სიცოცხლეს. ასევე, ეს საქმიანობა დაკავშირებულია ისეთი სახის რისკებთან, როგორებიცაა:

  • მესამე პირის ფიზიკური ან/და ქონებრივი დაზიანება

  • სამშენებლო მოედნის ფარგლებში ტექნიკისა და შესრულებული სამუშაოების დაზიანება

მსხვილი ფინანსური და მატერიალური ზარალისგან თავის ასარიდებლად ალდაგი გთავაზობთ შემდეგს:

  • უბედური შემთხვევის სავალდებულო დაზღვევა დასაქმებულთათვის

    აღნიშნული დაზღვევა კანონის მოთხოვნებს სრულად შეესაბამება და ფარავს დაზღვევის ტერიტორიაზე უბედური შემთხვევისგან გამოწვეულ ზარალს, მათ შორის: თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანებას, შრომისუნარიანობის დაკარგვას ან გარდაცვალებას.

  • სამშენებლო ტექნიკის დაზღვევა

    ამ პროდუქტით შეძლებთ დააზღვიოთ კომპანიის კუთვნილი მანქანა-დანადგარები სამშენებლო ტერიტორიაზე დაზიანების/განადგურების რისკებისგან.

  • მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა

    სადაზღვევო პროდუქტი ანაზღაურებს მშენებლობისას უბედური შემთხვევის დროს მესამე პირების სხეულის დაზიანებას ან ქონების დაზიანებას.

  • სამშენებლო რისკების დაზღვევა

    პოლისი ფარავს სამშენებლო პროცესში დამდგარ ყველა გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი შემთხვევისგან გამოწვეულ ყველა მატერიალურ ზარალს, გარდა პოლისით გათვალისწინებული გარკვეული გამონაკლისებისა.

სასტუმრო და ჰოსტელი
სასტუმრო და ჰოსტელი

სტუმარმასპინძლობის სფერო დიდ პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. თქვენი ბიზნესის უწყვეტობისთვის ალდაგის პროფესიონალები გირჩევენ დაზღვევის იმ პროდუქტებს, რომლებიც ფინანსური დანაკარგისგან დაგიცავთ.

  • ქონების დაზღვევა

    ქონების დაზღვევა დაგეხმარებათ აირიდოთ მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები თქვენი ქონების დაზიანების შემთხვევაში.

  • საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევა

    ქონების დაზიანების და/ან განადგურების შემთხვევაში შეძლებთ აინაზღაუროთ საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული ზარალი.

  • მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის დაზღვევა

    დაზღვევა ანაზღაურებს მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად მიღებულ ზარალს.

  • მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევა

    თქვენ აგინაზღაურდებათ დაზღვეული მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული ზარალი. აღნიშნული დამატებითი დაფარვის შეძენა შესაძლებელია მხოლოდ მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის დაზღვევის პოლისთან ერთად.

  • მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა

    იმ შემთხვევაში, თუ თქვენს სასტუმროში/ჰოსტელში 100 ან 100-ზე მეტი სტუმრის განთავსებაა შესაძლებელი, მთავრობის დადგენილებით სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა თქვენთვის სავალდებულოა. აღნიშნული დაზღვევის პოლისით ანაზღაურდება კონსტრუქციის ნგრევის (მათ შორის სამგზავრო ლიფტის ვარდნის), ხანძრის ან აფეთქების შედეგად მესამე პირის (სტუმრის) სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისათვის ან/და ქონებისათვის მიყენებული ზიანი. ასევე, ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისთვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებული ზიანი, რომელიც წარმოადგენს მესამე მხარეს.

რესტორანი და კვების ობიექტი
რესტორანი და კვების ობიექტი

რესტორნებისა და კვების ობიექტების ყოველდღიური საქმიანობა არაერთ რისკთანაა დაკავშირებული და ბიზნესის უწყვეტობისთვის მათი დაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია.

  • ქონების დაზღვევა

    ქონების დაზღვევა დაგეხმარებათ აირიდოთ მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები თქვენი ქონების დაზიანების შემთხვევაში.

  • საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული შემოსავლების დაკარგვის დაზღვევა

    ქონების დაზიანების და/ან განადგურების შემთხვევაში შეძლებთ აინაზღაუროთ საქმიანობის შეჩერებით გამოწვეული ზარალი.

  • მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის დაზღვევა/p>

    დაზღვევა ანაზღაურებს მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად მიღებულ ზარალს.

  • მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა

    ანაზღაურდება ზარალი, რომელიც გამოწვეულია თქვენი საქმიანობის შედეგად და რომელსაც მოჰყვა მესამე პირის ქონების ან/და სხეულის დაზიანება.

სპორტული, გამაჯანსაღებელი, გასართობი ცენტრი
სპორტული, გამაჯანსაღებელი, გასართობი ცენტრი

მომსახურების სფერო და კონკრეტულად სპორტულ-გამაჯანსაღებელი ან/და გასართობი ცენტრების საქმიანობა ბევრად მეტ რისკთანაა დაკავშირებული, ვიდრე სხვა ბიზნესები. თქვენი ბიზნესის რისკების შეფასებაში ალდაგის პროფესიონალები დაგეხმარებიან.

  • ქონების დაზღვევა

    ქონების დაზღვევა დაგეხმარებათ აირიდოთ მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები თქვენი ქონების დაზიანების შემთხვევაში.

  • მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა

    ანაზღაურდება ზარალი, რომელიც გამოწვეულია თქვენი საქმიანობის შედეგად და რომელსაც მოჰყვა მესამე პირის ქონების ან/და სხეულის დაზიანება.

  • დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევა

    აღნიშნული დაზღვევა ფარავს შემთხვევებს, როდესაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს თანამშრომლის ჯანმრთელობა ან ქონება ზიანდება და იკვეთება დამქირავებლის პასუხისმგებლობა თანამშრომლების წინაშე. ასეთ დროს დაზღვევა მიყენებულ ფინანსურ ზარალს აანაზღაურებს.

სამედიცინო დაწესებულება, ესთეტიური მედიცინის ცენტრი
სამედიცინო დაწესებულება, ესთეტიური მედიცინის ცენტრი

სამედიცინო ბიზნესში არაერთი აქტუალური რისკია, მაგალითად: აპარატურის მწყობრიდან გამოსვლა, სამუშაო სივრცის დაზიანება და ა.შ. ამ რისკების დაზღვევას ალდაგში შეძლებთ:

  • ქონების დაზღვევა

    ქონების დაზღვევა დაგეხმარებათ აირიდოთ მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები თქვენი ქონების დაზიანების შემთხვევაში.

  • მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის დაზღვევა

    დაზღვევა ანაზღაურებს გაუთვალისწინებელი შემთხვევებით გამოწვეულ მანქანა-დანადგარების მწყობრიდან გამოსვლის შედეგად მიღებულ ფინანსურ ზარალს.

  • ელექტრონული მოწყობილობების დაზღვევა

    თქვენი ელექტრომოწყობილობები დაზღვეული იქნება ძაბვის ცვალებადობის შედეგად დამდგარი ზარალისგან.

  • ავტოტრანსპორტის დაზღვევა

    ბიზნესის კუთვნილი ავტომობილების დაზღვევა შეგიძლიათ არაერთი რისკისგან: გარეგანი დაზიანება, ხანძარი, აფეთქება, სტიქია, ნაწილების დაკარგვა ან დაზიანება, ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა.

  • მესამე პირთა წინაშე წარმოქმნილი პასუხისმგებლობის დაზღვევა

    ანაზღაურდება მატერიალური ზარალი, რომელიც დაზღვეული ავტოტრანსპორტის მართვისას წარმოიშვა და რომელმაც მესამე მხარის ჯანმრთელობა ან ქონება დააზიანა.

  • მძღოლისა და მგზავრთა უბედური შემთხვევისგან დაზღვევა

    ანაზღაურდება ზარალი, რომელიც დაზღვეული ავტოტრანსპორტის მართვისას მიადგა მძღოლს და/ან მგზავრებს (გარდაცვალება, სხეულის დაზიანება).

გადამზიდავი კომპანია
გადამზიდავი კომპანია

გადამზიდავ კომპანიებს სპეციალური სადაზღვევო პროდუქტები სჭირდებათ, რადგან ტრანსპორტირებისას მათი პასუხისმგებლობაა ტვირთი ა პუნქტიდან ბ პუნქტში დაზიანება/დაკარგვის გარეშე გადაზიდონ, წინააღმდეგ შემთხვევაში დამკვეთისთვის ფინანსური კომპენსაციის გაცემა თავად მოუწევთ. ალდაგი გთავაზობთ:

  • ტვირთების დაზღვევა

    ტვირთები დაზღვეული იქნება მსოფლიოს მასშტაბით სახმელეთო/საზღვაო/საჰაერო გადაზიდვების დროს როგორც ინდივიდუალური, ასევე ღია პოლისის საშუალებით.

  • ავტოტრანსპორტის დაზღვევა

    ბიზნესის კუთვნილი ავტომობილების დაზღვევა შეგიძლიათ არაერთი რისკისგან: გარეგანი დაზიანება, ხანძარი, აფეთქება, სტიქია, ნაწილების დაკარგვა ან დაზიანება, ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა.

  • საგზაო გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევა

    ანაზღაურდება ზარალი, რომლის გადახდის ვალდებულებაც წარმოეშობა გადამზიდავ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე ან/და საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელების პროცესში, ტვირთის პირდაპირი ფიზიკური დაზიანების გამო CMR კონვენციის შესაბამისად.

  • ექსპედიტორების პასუხისმგებლობის დაზღვევა

    ექსპედიტორთა პასუხისმგებლობის დაზღვევა უზრუნველყოფს ტვირთის დაცვას გადაზიდვისას გაუთვალისწინებელ უბედურ შემთხვევაში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მესამე მხარის ზიანი და/ან ქონებრივი ზარალი.

    აღნიშნული პოლისი ფარავს:

    • ტვირთს და მასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას (Cargo Related Liability)

    • პასუხისმგებლობას ჯარიმებსა და გადასახადებზე (Liability for fines and duties)

    • იურიდიულ პასუხისმგებლობას მესამე პირის მიმართ (Third party legal liability)

    • მოთხოვნებთან დაკავშირებულ ხარჯებს (Claims expenses)

სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობა

სტიქიური მოვლენები სოფლის მეურნეობის სფეროში მომუშავე ფერმერებისთვის/კომპანიებისთვის გავრცელებული რისკია. მათი საქმიანობის წარმატება და შემოსავალი მოსავლის აღებას პირდაპირ უკავშირდება. აგროდაზღვევით შესაძლებელია სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალის უმოკლეს ვადებში ანაზღაურება. ალდაგი ერთ-ერთი ლიდერია აგროდაზღვევის სფეროში, ფერმერებსა და დაინტერესებულ კომპანიებზე გაიცემა სადაზღვევო პოლისები როგორც სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ასევე ინდივიდუალურად.

აგროდაზღვევა

დაზღვევას ექვემდებარება კომპანიის სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მოსავალი:

  • ვაზი

  • მარცვლეული კულტურები

  • პარკოსანი კულტურები

  • ბოსტნეული კულტურები

  • ბაღჩეული კულტურები

  • ხეხილი

  • კენკროვანი კულტურები

  • კაკლოვანი კულტურები

  • სუბტროპიკული კულტურები

  • ციტრუსი

ალდაგში თქვენი მოსავალი დაზღვეული იქნება დაზიანების/განადგურების რისკებისგან შემდეგი მიზეზებით:

  • სეტყვა

  • წყალდიდობა

  • ქარიშხალი

  • საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსებისთვის)

განაცხადის ფორმა